ელტონ ჯონს შეკვეთილში დაახლოებით ერთ საათში ელოდებიან

ელტონ ჯონს შეკვეთილში დაახლოებით 1 საათში ელოდებიან. 71 წლის მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი “ბლექ სი არენას” სცენაზე 2-საათიანი პროგრამით, ზუსტად 9 საათზე გამოვა. შეკვეთილში უკვე იმყოფება მუსიკოსის 28-კაციანი ტექნიკური ჯგუფი დაიამაჰას ფირმის შავი როიალი, რომელიც ელტონ ჯონს ყველა გასტროლზე თან დააქვს.

მუსიკოსს ჰქონდა განსაკუთრებული მოთხოვნებიც: ეს იყო საქართველოში გამოცემული უცხოური პრესა, დამატებითი ოთახი გარდერობისთვის, კულისების მცენარე ფიკუსით მორთვა და დიდი ზომის ტელეეკრანები “ბლექ სი არენას” შიდა და გარე ტერიტორიაზე, სადაც ელტონ ჯონი შეძლებს თვალი ადევნოს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.

ელტონ ჯონის სცენაზე გამოსვლამდე მაყურებლისთვის დაუკრავს ცნობილი ბენდი ნიუ იორკიდან.