ელტონ ჯონს დღეს ისევ შეკვეთილში მოუსმენენ

ლეგენდარულ ბრიტანელ ვარსკვლავს, ელტონ ჯონს დღეს ისევ შეკვეთილში მოუსმენენ.

მუსიკოსის თაყვანისმცემელი საყვარელი მომღერლის გამოჩენას „ბლექ სი არენაზე“ ელოდება. შემსრულებელი საქართველოს გუშინ გამთენიისას ესტუმრა. საღამოს კი  შეკვეთილის სტუმრების წინაშე წარდგა და პირველი კონცერტი ჩაატარა.

ელტონ ჯონმა ძველი კარგად ნაცნობი და ახალი სიმღერები შეასრულა.

მუსიკალური საღამო 2 საათს გაგრძელდა.