„ელსევიერის“ ბაზები საქართველოს უნივერსიტეტებისთვის

ელსევიერის“ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა საქართველოში აკრედიტებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტს, ასევე, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა ექნება.

ორწლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად შესაბამისი დაფინანსება შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მილიონ ლარზე მეტი გამოყვეს.

ბაზებზე წვდომა 55 ინსტიტუტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს უფასოდ შეეძლებათ. ამ გზით მათთვის ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა, რაც ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას და ქვეყანაში სამეცნიერო დარგების განვითარებას.

სიახლე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააცნო.