ელმავალმშენებელი ქარხნის დირექტორის გამოხმაურება

სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს.

ქარხნის პერსონალისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის    განცხადებით, ამ დროისთვის კომპანიას რამდენიმე თვიანი დავალიანება 870 თანამშრომლის მიმართ გააჩნია, რაც ჯამში 1 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციის წარმომადგენლის განმარტებით, ეს პრობლემა თვის ბოლომდე მოგვარდება. ხელფასების გაუცემლობის მიზეზად კი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქარხნის ბიუჯეტში თანხების არ არსებობას და შეკვეთების სიმცირეს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ თანამშრომელთა ნაწილმა რამდენიმე თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა. ისინი ადმინისტრაციას შრომითი პირობების გაუმჯებესებასაც ედავებოდნენ. მათ პროტესტს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებიც შეუერთდა.

აქციის მონაწილეებმა ქარხნის ადმინისტრაციას მათი პირობების შესასრულებლად ვადა თვის ბოლომდე მისცეს.