ელიზაბეთ რუდი ლანჩხუთში, ჩიბათის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა. ელიზაბეთ რუდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, პედაგოგ ლადო აფხაზავას, სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს შეხვდა. რუდი ჩიბათის სკოლის ორგანიზებით განხორციელებულ სამოქალაქო განათლების პროექტების პრეზენტაციებს დაესწრო.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მინი-გრანტების მეშვეობით, მოსწავლეებმა, პედაგოგის მხარდაჭერით, განახორციელეს სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები.

ელიზაბეთ რუდი დღესვე ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმსაც ეწვევა.