ელისო ვირსალაძის კონცერტი
პროექტი სახელწოდებით „ელისო ვირსალაძე თბილისში“ დაიწყო.
7 მაისის ჩათვლით დაგეგმილია სხვადახვა კონცერტი. კონსერვატორიის დიდ დარბაზში კამერული მუსიკის საღამო გაიმართა. ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის და დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტზე ბრამსისა და დვორჟაკის ნაწარმოებები შესრულდა. პროექტის ფარგლებში კონსერვატორიაში ცნობილი მუსიკოსის კლასის კონცერტი და მასტერკლასებიც გაიმართება, რომელსაც ქართველ სტუდენტებთან ერთად სხვა დაინტერესებული პირებიც დაესწრებიან. ხვალ კი საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი იგეგმება.
პროექტი მესამე წელია, კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.