ელისო კილაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ჟურნალისტი ელისო კილაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. დაცვის მხარე ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებას, პროკურატურა კი – პატიმრობის ძალაში დატოვებას ემხრობა. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რასაც ბრალდებული ელისო კილაძე არ ეთანხმებოდა. მისი თქმით, გადაწყვეტილებით ირღვევა პროცესის საჯაროობის პრინციპი.