ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ელისაშვილი ორი დღის წინ „ქორთიარდ მერიოტში“ ოპოზიციის შეკრების შემდეგ აიყვანეს. გამოძიება მას ძალადობით ან ძალადობის მუქარით პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბელა ზაქაიძის ჩართვა საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის დეტალებით #მოამბე