ელისაშვილისთვის წაყენებული ახალი ბრალი – სასამართლო პროცესი

18:11, 31.03.2026

საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს, 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, ალექსანდრე ელისაშვილმა 2025 წლის 4 მაისს საქალაქო სასამართლოს არქივის დაწვა სცადა და საქალაქო სასამართლოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისთვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ალექსანდრე ელისაშვილის ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი