ელისაშვილის სასამართლო

ალექსანდრე ელისაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის ექვსი მოწმე დაიკითხა. პოლიციის თანამშრომლებმა ისაუბრეს მანდატურის გამოძახების შემდეგ სასამართლოს კანცელარიაში რა ვითარება დახვდა. მათი ცნობით ალეკო ელისაშვილმა უთხრა, რომ სასამართლოს კანცელარია უნდა დაეწვა უსამართლობის გამო. დაიკითხა ასევე საერთო სასამართლოების სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც მიყენებულ ზიანზე ისაუბრა. აღინიშნა რომ  ხანძრის შემთხვევაში ზარალი 25 მილიონი იქნებოდა.