ელისაშვილის სასამართლო

ალეკო ელისაშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. ადვოკატებმა პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალების სრულად დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. მათ თქმით ყველა მტკიცებულება კანონის დარღვევით აქვთ მოპოვებული. პროკურორმაც მოითხოვა რამდენიმე მოწმის დაუშვებლად ცნობა, რა გადაწყვეტილებას მიიღეს მოსამართლე ეს შემდეგ პროცესზე გაირკვევა. გადაისინჯა ელისაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობაც, მოსამართლემ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ელისაშვილს  ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას დანაშაული  10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარე წარდგენილ ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.