ელისაშვილის ადვოკატების განცხადება

15:23, 17.02.2026

მსჯავრდებული ალეკო ელისაშვილის ადვოკატების თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. მათი ინფორმაციით, ელისაშვილს აკრძალული აქვს კომუნიკაცია შვილებთან, სატელეფონო ზარი ადვოკატებთან და შეხვედრა ოჯახის წევრებთან. ადვოკატები არჩილ ჩოფიკაშვილი და გიორგი რეხვიაშვილი მოითხოვენ, რომ აღნიშნული ტიპის შეზღუდვები მათი დაცვის ქვეშ მყოფს მოეხსნას, რადგან ელისაშვილის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების ალბათობა არ არსებობს. ამასთან, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს, სხვა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს და არა ტერორისტული აქტის მცდელობა, რაც პატიმრობას ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე ვადით.

მსგავსი