მოამბე რეგიონები ელინისტურ ხანაში გამოგზაურებთ. ნაქალაქარი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ცოცხლდება, სადაც ექსპონატები ისტორიულ სინამდვილეს ძველი წელთაღრიცხვიდან წარმოაჩენენ. ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უმდიდრეს კულტურას ქმნიდა, მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და საყურადღებო მას შემდეგ გახდა, როცა გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ სოფელში, ყოველი წვიმის შემდეგ, ნიაღვარს ოქროს სამკაულები მოჰქონდა. ვანის ნაქალაქარის აღმოჩენები არაერთხელ იქცა სენსაციად და საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ინტერესის საგანი გახდა. ქართული არქეოლოგიის საერთაშორისო აღიარება ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოსის ოთარ ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება. სწორედ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო ვანში მოამბის გადამღები ჯგუფი.
ანა ნოდიასა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი უძველესი ქალაქიდან #მოამბერეგიონები