ეუთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტთან აქციაზე მივიდა. ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალური ქსელით ვიდეომიმართვაც გაავრცელა.