ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწყობის პროექტები

ელიავას ბაზრობის მომავალი გაურკვეველია.

დედაქალაქის მთავრობა ტერიტორიასთან დაკავშირებით ორ გეგმას განიხილავს.

არ არის გამორიცხული, რომ ბაზრობას ადგილმდებარეობა შეიცვალოს, ამ ადგილზე კი თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი განთავსდეს.

სანამ მერია ვერსიების განხილვის პროცესშია, მანამდე ელიავას ბაზრობის მფლობელები ქალაქის მთავრობას ტერიტორიის განვითარების საკუთარ ხედვას სთავაზობენ. თუმცა მათ მიერ მომზადებული რვა პროექტიდან მერს ამ ეტაპზე არცერთი არ მოსწონს.

კვლევების მიხედვით, სავაჭრო სივრცე უკვე წლებია, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ტერიტორიის მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა საკრებულოშიც.