ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საგანგაშო მაჩვენებელი ახალგაზრდებში 

საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მკვეთრ ზრდას აჩვენებს.

დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში 15 -16 წლის ბავშვებს შორის, ე. წ. ვეიპების მოხმარება გაორმაგებულია. ელექტრო სიგარეტის პოპულარობა მზარდია შედარებით უმცროს ასაკშიც. „ვეიპების“ მავნე ზეგავლენის გათვალისწინებით, სპეციალისტები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის კიდევ უფრო გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ. რეკომენდაციებს შორისაა პროდუქციის რეალიზატორთა მკაცრი ლიცენზირებაც. საქართველოსთან ერთად ე. წ. ვეიპებზე მოთხოვნა მკვეთრად არის მომატებული მსოფლიოშიც.

რა საფრთხეს უქმნის ელექტრო სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობას და რა ფაქტორები განაპირობებს მავნე პროდუქციის პოპულარობას – მარიამ აფციაური გიამბობთ.