ელექტრონული რეცეპტების სისტემა

უწერენ თუ არა ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ მედიკამენტს – ამის დასადგენად დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა.

მოქალაქეებს შეუძლიათ დანიშნულების გადამოწმების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ. დარღვევების შემთხვევებში იმოქმედებს სანქციები: ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდება  იმ მედიკოსების სახელები და გვარები, რომელთა გამოწერილი რეცეპტების შეცვლა 5-ჯერ ან მეტჯერ გახდა საჭირო. უფრო მეტი დარღევის შემთხვევაში კი ექიმს შესაძლოა სერტიფიკატის მოქმედება გარკვეული დროით შეუჩერდეს.

„იუნისეფის“ ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში  მცხოვრები ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებში მედიკამენტების წილი ძალიან მაღალია და 69%-ს აღწევს.

შეცვლის თუ არა ამ ვითარებას დღეს ამოქმედებული კონტროლის მექანიზმი – ვაკო ორმოცაძის სიუჟეტი.

დატოვე კომენტარი