ელექტრო მოწყობილობების კონტროლი გამკაცრდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრის მონიტორინგი საყურადღებო შედეგებით დასრულდა.
შემოწმებამ აჩვენა, რომ პროდუქციის ნაწილი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება. ცალკეულ შემთხვევებში საუბარია დენის გადასვლის ან ცეცხლის გაჩენის საფრთხეზე. კვლევაში განსაკუთრებული აქცენტი დენის დამაგრძელებლებზე, ტელეფონების დამტენებზე და სამზარეულოს ელექტრო მოწყობილობებზე კეთდება. მონიტორინგი როგორც მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, ასევე ბაზრობებზე ჩატარდა. სფერო, რომელიც მანამდე საერთოდ არ რეგულირდებოდა, ახლა განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცევა – უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში სოლიდური ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული, რეალიზატორებს გასაყიდი პროდუქციის ამოღება დაევალებათ.