ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია
ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას პორტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
პორტალი დევნილ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან ციფრულ სივრცეში, მიიღონ აფხაზეთის მთავრობისა და მისი უწყებების პროგრამებსა და სერვისებზე წვდომა.