ელექტრონული პირადობის მოწმობები

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთთვიანი ე. წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაცემას აპროტესტებს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.

პარტიაში საარჩევნო წელს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს რომლებსაც არ სურთ ე. წ. ჩიპიანი პორადობის მოწმობების მიღება, მათთვის დაუშვეს ქაღალდის ე. წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების აღება. „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას უპასუხეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.