ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, „მზის ჩასვლიდან, მზის ჩასვლამდე“ ქობულეთის ფიჭვნარის ზღვისპირა პარკში მიმდინარეობს.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და უცხოელი არტისტები, რომლებმაც მუსიკას სახვითი ხელოვნების ელემენტებიც შესძინეს და საინტერესო პერფორმანსი დადგეს. ფესტივალისთვის სპეციალური ტერიტორიაა გამოყოფილი, სადაც მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

ფესტივალი ხვალ დაიხურება. ბოლო დღე  საქართველოში სპეციალურად მოწვეულ გერმანელ  დიჯეის დაეთმობა.