ელექტრონული კალათა - პროგრამის მონიტორინგი

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო, საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის, ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის. აღნიშნული შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს გაეცნონ ონლაინ სხვადასხვა ქსელში არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში, საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს. პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია, საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული ფასები.