ელექტრონული ჟურნალის დანერგვა სკოლებში

სკოლებში დანერგილი კიდევ ერთი სიახლე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიამ დააჩქარა.

ახალი სეზონიდან სასწავლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის ტრადიცია დაინერგება, სადაც მოსწავლეთა დასწრების და შეფასების მაჩვენებლები გაიწერება. მშობლებს საშუალება ექნებათ, შესაბამისი მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთონ და შვილების სასწავლო აქტივობებს დისტანციურად ადევნონ თვალი. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწავლის პროცესში მშობლების ჩართულობის გაზრდაა.