ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება.

საწარმოს მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა „აი გრუპმა“ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართა. პროექტის თანახმად, კომპლექსი 100 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. ელექტრომობილების საწარმოში, დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში, ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში, ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. ელექტრომობილები წარწერით „მეიდ ინ ჯორჯია“, ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები, სადაც საბოლოოდ, 3000 ადამიანი დასაქმდება.

დატოვე კომენტარი