ელექტრომობილების მფლობელების მოთხოვნა

ბათუმში, ელექტრომობილების მფლობელებმა ბულვარის ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს. ისინი პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით გადაადგილების აკრძალვის გაუქმებას მოითხოვენ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია დათნობაზე წასვლას არ აპირებს და ელექტრომობილების მფლობელებს მოუწოდებს, რომ ალტერნატიულ წინადადებას დათანხმდნენ.

ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრომობილების აკრძალვის თხოვნით ქალაქის საკრებულოს მიმართა, რომელმაც პირველი მაისიდან ახალი რეგულაცია დააწესა. ბულვარის ადმინისტრაციამ მიზეზად ფეხით მოსიარულეთა დაშავების გახშირებული შემთხვევები დაასახელა, რაზეც 2018 წელს 60-ზე მეტი საქმე აღიძრა. გასული ორი დღის განმავლობაში კი, ბულვარში ელექტრომობილების მიზეზით, კიდევ სამი ტურისტი დაშავდა.