ელექტრომობილების გაზრდილი სტატისტიკა

21:45, 09.06.2026

ელექტრომობილი – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ტენდენციას არც საქართველოს ჩამორჩება. ბოლო წლებში, სამჯერ არის გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა ვინც, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებს ელექტრომობილს ამჯობინებს. გაზრდილი მოთხოვნის ძირითად მიზეზად ის შეღავათები სახელდება, რომლებსაც სახელმწიფო ელექტრო მანქანების მფლობელებს სთავაზობს. დენის ბატარეებზე მომუშავე ტრანსპორტი საქართველოში სრულად თავისუფლია განბაჟების, ზონალური და სტანდარტული პარკირების გადასახადებისგან. დაბალია ტექნიკური ინსპექტირების საფასური, უფასოა ტაქსის ლიცენზია და არ ეხება ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომანქანებისთვის დაწესებული აქციზის გადასახადიც. ელექტრომობილების მთავარი უპირატესობა ეკოლოგიური უსაფრთხოებაა, თუმცა ქვეყანაში ამ დრომდე პრობლემად რჩება ელექტრო დამტენების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არასაკმარისი რაოდენობა.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ელექტრო ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს – სპეციალისტებს შალვა სუმბაძე ესაუბრა.

მსგავსი