ელექტრომატარებლების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18:36, 11.11.2026

საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს.

ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული 4-ვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მსგავსი