ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების გეგმა

ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით საქართველოს მთავრობამ 10 წლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

დოკუმენტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1700 კმ-ის სიგრძის გადამცემი ხაზების მშენებლობა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. გეგმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში იძენს, რომელმაც აზერბაიჯანი, საქართველო და ევროპული ელექტროსისტემა ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს. სამოქმედო გეგმის მიზანი საქართველოს ენერგეტიკული ქსელისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაა.