ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება სოცდაუცველებისთვის

18:28, 05.05.2026

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების თანხა იზრდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილების მიზანია, ტარიფის გაზრდის შემდეგ, მოსახლეობის ამ კატეგორიისთვის ელექტროენერგიის გადასახადი უცვლელი დარჩეს. სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ. რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ისინი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის, 20 ლარის ნაცვლად, 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.

მსგავსი