ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

დენი გაძვირდა – პირველი აპრილიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა კილოვატსაათ ელექტროენერგიაში ხუთი თეთრით მეტს გადაიხდის. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო დენის ტარიფს, კომერციულ აბონენტებისთვის გადასახადი საშუალოდ 4-6 თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. გაკეთდა განმარტებებიც – დენის ტარიფის ზრდის მთავარ მიზეზად ელექტრო გამანაწილებელი კომპანიების მოთხოვნა სახელდება. ენერგო კომპანიები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აანონსებენ, რაც უპრეცედენტო მოცულობის ჯამში 1,5 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიციას საჭიროებს. მიზანი ქსელის მოწესრიგება და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფაა.

კიდევ რა ფაქტორებით არის გამოწვეული დენის ტარიფის ზრდა – შალვა სუმბაძე გიამბობთ.