ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ვერხვიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საზღვრისპირა სოფელ ვერხვიანზე მოგიყვებით, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ბოლო წლების განმავლობაში მეორედ ჩავიდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა.

სოფელში, რომელიც ულამაზეს ადგილას მდებარეობს, თითქოს დრო გაჩერდა. უამრავი პრობლემებით დახუნძლულ ვერხვიანს მოსახლეობა ტოვებს.

როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები 21-ე საუკუნეში დენის, წყლის და გზის გარეშე, – ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ.