ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება

გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის სახელმწიფო 2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს.  ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში. მეწარმეებმა, რომლებიც ისარგებლებენ ნაწილობრივი სუბსიდირებით, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე.