ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვა – სემეკის პირველადი შედეგები
წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის სხდომა შედგა, სადაც საქართველოს მასშტაბით, ელექტრომომარაგების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა. სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. დასკვნის მიხედვით, დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.