2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ზოგიერთი ელექტრო პროდუქცია ენერგოეტიკეტის გარეშე ვეღარ გაიყიდება.
რეგულაცია შეეხება ყველა იმ ეკონომიკურ ოპერატორს, ვინც საქართველოს ბაზარზე აწარმოებს, ან ყიდის ენერგომომხმარებელ პროდუქტს. ენერგოეტიკეტზე მითითებული იქნება პროდუქტის ენერგოეფექტურობის დონე და სხვა ტექნიკური მახასიათებლები, როგორიცაა ენერგომოხმარების კლასი, საშუალო წლიური ენერგომოხმარება და დამატებითი დეტალები, როგორიცაა ხმაურის დონე, და წყლის ხარჯი. შეგახსნებთ, საქართველომ 2019 წელს მიიღო კანონი „ენერგოეტიკეტირების შესახებ,“ რომლის მიზანს, საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოწყობილობის ევროპული ტიპის ენერგოეტიკეტით აღჭურვა წარმოადგენს. რეფორმა მოიცავს 14 სხვადასხვა ენერგომომხმარებელ პროდუქტს, როგორებიცაა მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და კონდიციონერი.