ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის თანამდებობა დატოვა

რატომ დატოვა ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის თანამდებობა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიზეზებზე დაახლობით ერთ საათში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. ცნობილია, რომ სწორედ ISFED-ის ინიციატივით გაიმართა გუშინ სხადასხვა არასათავრობო ორგანიზაციის შეხვედრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარე ადასტურებს, რომ შეხვედრაში მონაწილეობდა, სადაც „სამართლიანი არჩევნების„ მიერ ხმების დათვლის შედეგებზე იყო საუბარი. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემებში არსებული ცდომილების შესახებ ორგანიზაციამ დაგვიანებით განაცხადა, რასაც კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, ბათილი ბიულეტენებიც დაითვალეს. ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კი, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.