ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გაიმართა

15:14, 20.01.2026

ელენე ხოშტარიას სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში ელენე ხოშტარიას პროცესი გაიმართა. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი, სასამართლო სხდომას ისევ არ დაესწრო. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. დაიკითხა ერთი გამომძიებელი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი