ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე, „დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია, ხოშტარია პროტესტის ნიშნად არცერთ პროცესს არ დასწრებია. ადვოკატის თქმით, ხოშტარია ამ საქმეს არ თვლის სისხლის სამართლის საქმედ და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან სასამართლოს მიმართა წერილობით და თქვა, რომ არ სურს პროცესზე დასწრება, არ აღიარებს სასამართლოს და არცერთ ინსტიტუტს. სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა, ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული ჯარიმას ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.