ელენე ხოშტარიას პროცესი

18:30, 10.03.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის  ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი, მისი მონაწილეობის გარეშე გაიმართა. ხოშტარია არცერთ პროცესს არ დასწრებია. მოსამართლემ დარბაზში წაიკითხა მისი პოზიცია, სადაც ნათქვამია: „არ ვაღიარებ რუსულ მთავრობას და არ ვესწრები პროცესებს.“ აღნიშნული პოზიცია ხოშტარიას დაკავების დღიდან აქვს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა, სახელმწიფო ბრალდების პოზიციით სახეზეა დანაშაული, რომელიც  გამყარებულია როგრც ვიდეო ჩანაწერით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით. პროკურატურის თქმით „დროას“ ლიდერის ქმედებით – „ქართულ ოცნებას“ 570 ლარის ზიანი მიადგა. დაცვის მხარემ, ხოშტარიას გადაწყვეტილებით, უარი თქვა დასკვნით სიტყვაზე. ადვოკატის თქმით ხოშტარია ამ საქმეს არ თვლის სისხლის სამართლის საქმედ. მას პოლიტიკურად  მოტივირებულს უწოდებს. შესაბამისად მან უარი განაცხადა საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლებაზეც. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარია აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სამართალდამცველებმა ის 2025 წლის  წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ერთიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი