ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:28, 25.06.2026

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „აბსურდის თეატრს“ უწოდებს. მისი განცხადებით, ხოშტარიას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები. პატარიძის თქმით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, კითხვები არსებობს ექიმთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც გიორგი პატარიძე ამბობს, არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია, არც პირადობისა და არც კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მსგავსი