ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:21, 03.07.2026

ელენე ხოშტარიას ექიმი აცხადებს, რომ პაციენტის საბაზისო კვლევის შედეგების მიხედვით, არის გარკვეული ცვლილებები და კონსილიუმის შემდეგ რადიოლოგიური კვლევების ორგანიზებას დაიწყებენ. ამის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმმა, კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცვლელია, რადგან ჯერჯერობით ძირითადი დაავადების მკურნალობა არ დაწყებულა. მსჯავრდებული ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“, რუსთავის ქალთა ციხიდან პირველ ივლისს გადაიყვანეს.

მსგავსი