ელენე ხოშტარიას განცხადება

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მოძრაობის ახალი წევრები – გიორგი ჩახუნაშვილი და ვილი პაჩჭკორია წარადგინა, ისინი კოვიდპანდემიის საკითხზე იმუშავებენ. ელენე ხოშტარიას თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარებასთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გაერთიანება და პროცესში ჩართულობა. ორგანიზაციის ახალმა წევრებმა ვირუსთან ბრძოლის საკუთარი ინიციატივები, მათ შორის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა წარადგინეს.

დატოვე კომენტარი