ელენე ხოშტარიას განცხადება

„ევროპული საქართველო“ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს.  ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, პანდემიის გამო, იზოლირებული მოქალაქეების ხმის უფლების შეზღუდვაზე საუბრობს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხმის მიცემის სურვილი, თავდაპირველად 400-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა მათგან მხოლოდ 36 დარეგისტრირდა. გადაწყვეტილება მოქალაქეებმა იზოლირებულთა საერთო ბაზებში არყოფნის არგუმენტით მიიღეს. საარჩევნო ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ცხელ ხაზზე უკვე 900-ზე მეტი მოთხოვნაა შესული. რაც შეეხება ვადის გახანგრძლივებას, ცესკო-ს ცნობით, ეს ვერ მოხერხდება, ვინაიდან 28 ოქტომბერს საბოლოო სიების ფორმირება უნდა დასრულდეს, იმისათვის, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი  რაოდენობის ბიულეტენების ბეჭდვა და მათი დისტრიბუცია დროულად განხორციელდეს.