ელენე ხოშტარიას განცხადება

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისი მტკიცებით, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებია ასახული.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა საარჩევნო უბნის წინ ხდება, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა 41 ნომერი შემოხაზონ და ასეთი ფაქტი მე-18 და 26-ე უბანზე დაფიქსირდა.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლებას ყველა უბანზე ჰყავს მობილიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან ერთად და ისინი ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება.