ელენე ხოშტარიას განცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას გამოეხმაურა „ევროპული საქართველო“. ელენე ხოშტარია პროცესს მორიგ ფარსად აფასებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, უზენაეს სასამართლოში მორჩილი მოსამართლეები დანიშნოს. ხოშტარიას განმარტებით, ამ მიზანს მოარგო ხელისუფლებამ კანონი. ხოშტარია გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის სიაში ყოფნასაც აპროტესტებს. ხოშტარიას მმართველ გუნდში უპასუხეს.