ელენე ხოშტარიას განცხადება

„რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში“ – ამ თემაზე პარტია „დროა“ სამოქალაქო აქტივისტებთან, მედიის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, საჯარო დისკუსიას მართავს. დისკუსიის მიზანი, აქტუალურ თემებთან დაკავშირებით საზოგადების აზრის ფორმირებაა.

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსების გაზრდილი მიგრაციის ფონზე, მთავარი გამოსავალი არის ბიზნესის რეგისტრაციის ფილტრაცია და რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში დარჩენის შეზღუდვა. თემატური შეხვედრების გამართვა ყოველ შაბათს იგეგმება.