ელენე ხოშტარიას განცხადება

ქალაქ ფოთში ბრიფინგი გამართა პარტია „დროას“ დამფუძნებელმა. ელენე ხოშტარიამ რუსული ნავთობის საკითხზე ილაპარაკა. ხოშტარიას თქმით, ნავთობი და ნავთობპროდუქტები რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების მთავარი წყაროა. მისივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ საქართველო, შესაძლოა, იყოს სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირების გზა ან მიმღები ქვეყანა, რასაც მოწმობს ბათუმის პორტში სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობით დატვირთული ტანკერის შემოსავლა, რომელმაც ქვეყანა ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ დატოვა.