ელენე ხოშტარიას განცხადება

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ ევტუშენკოვის შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.

ხოშტარია ამბობს, რომ ევტუშენკოვი რუსი ოლიგარქია, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული და ის პუტინის რეჟიმის სხვადასხვა სამხედრო ოპერაციას აფინანსებდა. ასევე ევტუშენკოვის კომპანია აწარმოებს სამხედრო დრონებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება უკრაინა-რუსეთის ომში. „დროას“ ლიდერის თქმით, მასთან თანამშრომლობის გამო საერთაშორისო სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსაც.