ელენე ხოშტარიას განცხადება

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხმების დასაცავად ბრძოლა გრძელდება და ერთ მანდატზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება თბილისის საკრებულოში უმრავლესობა. ელენე ხოშტარიამ უბნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და გადათვლის შედეგად დაკარგულ ხმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ახლა ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანა, თბილისის უბნების ახლიდან გადათვლაა, რომელიც მისი განცხადებით, შედეგებზე აუცილებლად დადებითად აისახება. პარტია „დროას“ ლიდერი გუშინ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა.