პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებითაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.