ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო
 რუსთაველის გამზირზე რჩება ელენე ხოშტარია, რომელმაც გუშინ, ღამით პროტესტის უკიდურესი ფორმა – შიმშილობა დააანონსა.  პარტია „დროას“ ლიდერი უკვე 21 საათია შიმშილობს და როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ გზით აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ხოშტარიას პროტესტს ყოფილი დეპუტატი, გედევან ფოფხაძეც შეუერთდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გადაწყვეტილებას სწორი და პრინციპული უწოდა და თქვა, რომ უკან დახევა ახლა იმ ადამიანების ღალატია, რომლებიც ციხეებში სხედან. მოშიმშილეები რუსთაველის გამზირზე დღეს საქართველოში გერმანიის ელჩმა მოინახულა. პეტერ ფიშერი ოპოზიციონერებს და მათ მხარდამჭერებს გაესაუბრა. პარლამენტთან დილიდან, სოლიდარობის ნიშნად, იმყოფებიან ათამდე ოპოზიციური პარტიის ქალი წარმომადგენლები.